პროექტის ბოლოს განვიხილეთ კოლეგების პროექტების გეგმები და დამხმარე მასალები. გადავხედეთ პორტფოლიოს,გავაკეთეთ ურთიერთშეფასება,გავუზიარეთ ერთმანეთს ნამუშევრის გაზიარების დადებითი მხარეები.ვისწავლეთ საქაღალდის დრაივზე ატვირთვა ბლოგზე გამოქვეყნება.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტრენინგ კურსი ჩემთვის .რათა უკეთესად გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშესაწყობად.რათა უფრო ეფექტურად დავგეგმო სასწავლო პროცესი ,საინტერესო გავხადო საგაკვეთილო პროცესი.განუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები მოსწავლეებს
პროექტებით სწავლება
Thursday, 16 April 2015
Sunday, 5 April 2015
მეექვსე მეშვიდე მოდულის რეფლექსია
განვიხილეთ მე-6 მოდული განვიხილეთ რუბრიკები ,სქემები მოსწავლეთა უნარების განვითარებისათვის.კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.რ ოგორ შეუწყო ხელი, რომ მოსწავლეები თვითრეგულირებად
იქცნენ.როგორ განვსაზღვრო მოსწავლეთა განვითარებისათვის საჭიროებები ,საინფორმაციო
ტექნოლოგიების დახმარებით.როგორ შევქმნათ მასალები მოსწავლეთათვის გეზის მისაცემად.
მეხუთე მოდულის რეფლექსია
განვიხილეთ ტრენინგის წევრების მიერ წარმოდგენილი მოსწავლის
პრეზენტაციის ნიმუშები გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები. განვიხილეთ მოსწავლეთა
შეფასების რუბრიკები გზამკვლევიდან.განვიხილეთ თითოეული მათგანი სწორად გაწერილი შეფასების
რუბრიკა პროექტის ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა
მეოთხე მოდულის რეფლექსია
განვლილი მასალის შეჯამების შემდეგ,განვიხილეთ სვადასხვა
პრეზენტაციის ნიმუშები. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა დრაივზე,მისი ინსტრუმენტების
გამოყენება.დრაივში ფაილის ატვირთვა,ექსპორტირებული ფაილის გუგლ-დოკად ქცევა,პრეზენტაციი
ატვირთვა ინტერნეტში და ბლოგზე გამოქვეყნება.
Sunday, 29 March 2015
Saturday, 28 March 2015
მესამე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი ,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე .ინტერნეტში მუშაობა საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ ფოტო და საინფორმაციო მასალა ჩვენი პროექტისთვის სწრაფად და ეფექტურად. დავამუშაოთ ვრცელი ინფორმაცია მოკლე დროში.ინტერნეტი კომუნიკაციის საშუალებაა მოსწავლეებს შორის ინფორმაციის გაცვლის .იდეების გაზიარებისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)