Thursday, 16 April 2015

ტრენინგის რეფლექსია

პროექტის ბოლოს განვიხილეთ კოლეგების პროექტების გეგმები და დამხმარე მასალები. გადავხედეთ პორტფოლიოს,გავაკეთეთ ურთიერთშეფასება,გავუზიარეთ ერთმანეთს ნამუშევრის გაზიარების დადებითი მხარეები.ვისწავლეთ საქაღალდის დრაივზე ატვირთვა ბლოგზე გამოქვეყნება.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტრენინგ კურსი ჩემთვის .რათა უკეთესად გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშესაწყობად.რათა უფრო ეფექტურად დავგეგმო სასწავლო პროცესი ,საინტერესო გავხადო საგაკვეთილო პროცესი.განუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები მოსწავლეებს

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიო

Sunday, 5 April 2015

მეექვსე მეშვიდე მოდულის რეფლექსია

განვიხილეთ მე-6 მოდული განვიხილეთ რუბრიკები ,სქემები მოსწავლეთა უნარების განვითარებისათვის.კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.რ ოგორ შეუწყო ხელი, რომ მოსწავლეები თვითრეგულირებად იქცნენ.როგორ განვსაზღვრო მოსწავლეთა განვითარებისათვის საჭიროებები ,საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით.როგორ შევქმნათ მასალები მოსწავლეთათვის გეზის მისაცემად.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

განვიხილეთ ტრენინგის წევრების მიერ წარმოდგენილი მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები. განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები გზამკვლევიდან.განვიხილეთ თითოეული მათგანი სწორად გაწერილი შეფასების რუბრიკა პროექტის ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა

მეოთხე მოდულის რეფლექსია

განვლილი მასალის შეჯამების შემდეგ,განვიხილეთ სვადასხვა პრეზენტაციის ნიმუშები. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა დრაივზე,მისი ინსტრუმენტების გამოყენება.დრაივში ფაილის ატვირთვა,ექსპორტირებული ფაილის გუგლ-დოკად ქცევა,პრეზენტაციი ატვირთვა ინტერნეტში და ბლოგზე გამოქვეყნება.

Saturday, 28 March 2015

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი ,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე .ინტერნეტში მუშაობა საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ ფოტო და საინფორმაციო  მასალა ჩვენი პროექტისთვის სწრაფად და ეფექტურად. დავამუშაოთ ვრცელი ინფორმაცია მოკლე დროში.ინტერნეტი კომუნიკაციის საშუალებაა მოსწავლეებს შორის ინფორმაციის გაცვლის .იდეების გაზიარებისათვის.

Sunday, 22 March 2015

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული  დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება ჩემს პროექტში.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ამ კითხვების სწორად დასმა  აამაღლებს  მოსწავლეთა მოტივაციას პროექტისადმი. სწორად გაწერილი აქტივობები სწორ მიმართულებას მისცემს პროექტის მსვლელობას.